საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსებას.

„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ 2023 წლის 17-20 ნოემბერის №27 სხდომაზე, მიიღო გადაწყვეტილება 2023-2024 სასწავლო წელს სტუდენტთა დაფინანსების გაგრძელების თაობაზე. შესაბამისად, 2023 წლის 8 დეკემბერს მიღებული იქნა საქართველოს მთავრობის №2199 განკარგულება, ხოლო მინისტრის 2023 წლის 13 დეკემბრის №1708591 ბრძანების საფუძველზე „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების" პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია აღნიშნული სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის სწავლის დაფინანსება.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა სწავლის დაფინანსებისთვის განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულ პორტალზე http://socreg.mes.gov.ge 2023 წლის 14 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და ელექტრონულად განცხადებების წარდგენის შესახებ, განთავსებულია სამინისტროს ვებგვერდზე www.mes.gov.ge, ბანერში - „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება". 

 ელექტრონული განცხადებების განხილვა და დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოხდება ეტაპობრივად, არაუგვიანეს 2024 წლის თებერვლისა. 

თარიღი: 22/12/2023